სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ქართული ხალხური საწესჩვეულებო სიმღერები (საწესჩვეულებო სიმღერა ,,ბატონები“. მოვუსმინოთ სიმღერა ,,ბატონებო'').


პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს გავუღვივო ინტერესი ქართული ხალხური მუსიკის შესახებ, რათა უკეთ გაეცნონ ქართულ ხალხურ საწესჩვეულებო სიმღერებს და მათი შექმნის ისტორიას. გაეცნონ ქართულ ხალხურ საკრავებს, რომლებიც გამოიყენება ქართული ხალხური სიმღერის შესრულების დროს.




პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეიძენენ დამოუკიდებლად საჭირო მასალის მოძიების უნარჩვევებს, დაინტერესდებიან რათა უკეთ გაეცნონ ქართულ ხალხურ შემოქმედებას.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ფოტო მასალასა და ინფორმაციას ბატონ ანზორ ერქომაიშვილის მოღვაწეობასა და ცხოვრების შესახებ, რისი მეშვეობითაც ჩამოუყალიბდებათ ხალხური მუსიკისადმი სიყვარული და გემოვნება.



მონაწილეთა ასაკი: 8 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 15 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, მის დამუშავებას, აგროვებენ ფოტო–მასალას, აკეთებენ კედლის გაზეთს, ქმნიან  ბუკლეტებს.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, DVD დისკი, რვეული, ავტოკალამი, პროექტორი, ფოტოაპარატი.

პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები)
I აქტივობა–მონაწილეთა ორგანიზება: ჯგუფებად დაყოფა. ვეცნობით თემას.



   პირველი ჯგუფი მოიძიებს მასალას, ქართული ხალხური სიმღერების შესახებ: DVD დისკებს. გამოყოფენ  ქართულ ხალხურ საწესჩვეულებო სიმღერებს (კერძოდ ,, ბატონები“) და მოიძიებენ ისტორიულ მასალას მისი შექმნის შესახებ.





   მეორე ჯგუფს ევალება მოიძიოს მასალა, ქართული ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებლის  ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ბიოგრაფიასა და მოღვაწეობაზე.



II აქტივობა–მორიტორინგი.
პერიოდულად ვახდენ დაკვირვებას, მივცემ ახსნა–განმარტებას და ვამოწმებ რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან მიცემულ დავალებას.

III აქტივობა–მოპოვებული მასალის სინთეზირება, პრეზენტაციის მოწყობა, დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რათა მოსწავლეები უკეთ გაეცნონ ბატონ ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედებას.





IV აქტივობა–შეფასება მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ.
რამდენად სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი, რამდენად დაინტერესდნენ ისინი და ბოლოს რა ცოდნა შეიძინეს მათ.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუსიკა, ხელოვნება, ქართული ენა.

  • მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
  • მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს ბევრი საინტერესო რამ ქართული ხალხური მუსიკის შესახებ. კერძოდ: ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრება და შემოქმედება.
  • მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს ქართული ხალხური საწესჩვეულებო სიმღერების შექმნის მოკლე ისტორია

მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო/სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
  • დავალებებს წარმატებით ასრულებს.
  • განსაზღვრავს იმ ცოდნას და უნარს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად.
  • განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რაში სჭირდება დახმარება, კონსულტაცია.
  • მოიძიებს მასალას ისტ–ის საშუალებით.

პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა სვანიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xatuna.svanidze.12@gmail.com